04:07
14 ივლისი, 2020, სამშაბათი
ჩვენ შესახებ

2015 წლის 30 ნოემბერს "პალიტრა TV" შეცვლილი სახელითა და ფორმატით გავიდა ეთერში, როგორც "პალიტრანიუსი" - ახალი ამბების ტელევიზია და მაყურებელს ქართული რეალობისთვის ინოვაციური ეთერი და ბადე შესთავაზა. "პალიტრანიუსი" მაყურებელს საშუალებას აძლევს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოკლე დროში მიიღოს ახალი და ამომწურავი ინფორმაცია.  მაუწყებლობა 24- საათიანია, ინფორმაციის განახლება კი ყოველ საათში ერთხელ ხდება ქართული და უცხოური პოლიტიკური პროცესების, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, სპორტისა და სხვა სფეროებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. "პალიტრანიუსი" მაყურებელს მოკლე ქრონომეტრაჟიან მრავალფეროვან შემეცნებით რუბრიკებსა და თოქ-შოუებს სთავაზობს.  "პალიტრანიუსი" არის მათთვის, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია. 

ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი" მაუწყებლობს როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე მის გარეთ. დაფარვის არეალი მთელი საქართველოა. მაუწყებლობა ხდება როგორც საკაბელო ტელევიზიების საშუალებით, ასევე ციფრული და სატელიტური მაუწყებლობით. სატელიტური მაუწყებლობის საშუალებით "პალიტრანიუსის" სიგნალი ვრცელდება მთელს ევროპასა და  შუა აზიაში. ასევე, "პალიტრანიუსის" პირდაპირი ეთერის ყურება შესაძლებელია მთელი მსოფლიოდან ინტერნეტის საშუალებითაც გვერდებზე - Palitranews.ge და Palitratv.ge

შესაბამისობის დეკლარაცია 

ანგარიში 

აუდიტორული დასკვნა 

წერილი