19:39
26 ნოემბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
1 454 განაცხადი ერთ თვეში - საკითხები, რაზეც მომხმარებელი ბანკებს ედავება
30-10-2020

2020 წლის აგვისტოში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ ათას 454 საჩივარი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში პრეტენზიების სამეულში შედიან - მიმდინარე ანგარიშთან, სამომხმარებლო სესხთან და საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული განაცხადები.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, აგვისტოში შესული პრეტენზიებიდან 1113 ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 113 განაცხადი, 51 განაცხადით სამეულში მოხვდა საპროცენტო შენატანებთან დაკავშირებული პრეტენზიები.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში ათას 454 საჩივრიდან ბანკებმა ათას 14 უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. საფუძვლიანად 157 განაცხადი ჩაითვალა; 270 განაცხადის შემთხვეევაში კი განხილვა ისევ მიმდინარეობს. 13-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები