15:41
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
1-ელ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 7-%-ით გაიზარდა
15-05-2020

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს, COVID-19-ის ეპიდემიის გამოცხადებამდე, მზარდი ტენდენცია ჰქონდა. კერძოდ, 2020 წლის პირველ კვარტალში, მარტში დაფიქსირებული 4%-იანი კლების მიუხედავად, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 7-%-ით გაიზარდა.

კომისიის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში სატელევიზიო არხების კომერციულმა შემოსავალმა, რომელიც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს, 13 მილიონ 659 ათას 925 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2020 წლის მე-2, მე-3 და მე-4 კვარტალებს, პანდემით გამოწვეული მდგომარეობა აუცილებლად მოახდენს გავლენას სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე. თუმცა, კომისიის პროგნოზით მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, წლის ჭრილში 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება.

ამასთან 2020 წელი საარჩევნო წელია და სავარაუდოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამებისგან მიღებული შემოსავლები მაუწყებლებისთვის დააბალანსებს კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობის კლებას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები