პირველი ივლისიდან მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500 ათას ლარამდე, ნაცვლად დღეს არსებული 100 ათასი ლარისა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 5%-ის ნაცვლად, 1%-ით დაიბეგრება. ამასთან 500 ათას ლარზე გადაჭარბების მიუხედავად, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი უნარჩუნდება 2 კალენდარული წლის განმავლობაში.