დიღომში მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა - სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაყავდა, ნასვამი აღმოჩნდა - Palitra News

დიღომში მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა - სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაყავდა, ნასვამი აღმოჩნდა

2018-07-06 20:31:59+04:00

დიღომში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავებულია. როგორც პალიტრანიუსის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა. სამივე გარდაცვლილი „მერსედესში“ მსხდომი პირია. აღნიშნული ავტომანქანა აზერბაიჯანის სანომრე ნიშნებით მოძრაობდა.როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამც 2 ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.