აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.მისივე განმარტებით, აღნიშნული განპირობებულია არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო. "მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია", - აცხადებენ სააგენტოს სპეციალისტები.
თბილისში რამდენიმე საათია ე.წ. სმოგი შეინიშნება.
იხილეთ: