ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის: რეგისტრაციის გავლა 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეგეძლებათ - Palitra News

ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის: რეგისტრაციის გავლა 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეგეძლებათ

2018-08-15 11:42:18+04:00

ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გავლა 21 ოქტომბრიდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ. თბილისის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე რეგისტრაცია 200-ზე მეტმა ტაქსის მძღოლმა გაიარა. პირველი ოქტომბრიდან, ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია. ამიტომ კახა კალაძე მოვუწოდებს ყველას, ვინც მოქალაქეებისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდებას აპირებს, პირველ ოქტომბრამდე ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღონ. შეგახსენებთ, რომ ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება მსურველებს იუსტიციის სახლის და სპეციალური ვებ-გვერდის გარდა, 10-ვე რაიონულ გამგეობაში შეუძლიათ.