საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირები მაუწყებელში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არაგეგმურ შესვლას ითხოვენ. ამის შესახებ მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარემ, ნინო ზაუტაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური პრობლემაა, რის გამოც ტელევიზიაში აუდიტის შესვლაა საჭირო.გარდა ამისა ზაუტაშვილი ტელევიზიაში განვითარებულ პროცესებში პარლამემტის ჩართვასაც ითხოვს. მან პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს,ირაკლი კობახიძეს და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი რამდენიმე ათეულ თანამშრომელს ანაზღაურების ახალ - საათობრივ პირობებს სთავაზობს. ხელშეკრულებებში აღნიშნული ცვლილებების თაობაზე მათ შეტყობინება 30 აგვისტოს მიიღეს. არხის თანამშრომლების ეს ნაწილი ეჭვობს, რომ მენეჯმენტს მათი გათავისუფლება აქვს გადაწყვეტილი.