Wealth-X World Ultra Wealth Report-ის ექსპერტებმა იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. ანგარიშის მიხედვით, დღეის მდგომარეობით მსოფლიოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ქონებაც 30 მილიონ დოლარს აჭარბებს, 255 ათას 810-ია. მათი მთლიანი ქონების მოცულობა კი 31 ტრილიონ 500 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტი 79 ათას 600 მილიონერი ცხოვრობს ამერიკაში, რომელთა საერთო ქონებაც 9 ტრილიონ 800 მილიარდ დოლარს აღწევს. მას მოსდევს იაპონია, სადაც 17 ათას 900 მილიონერი ცხოვრობს, რომელთა ქონება ტრილიონ 600 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მე-3 ადგილზე კი ჩინეთია, სადაც 30 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ქონება 16 ათას 875 ადამიანს აქვს. მათი ქონების საერთო მოცულობა კი 2 ტრილიონ 400 მილიარდ დოლარს შეადგენს. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი გერმანია და კანადა ინაწილებენ.