ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ზუსტი რაოდენობის შესახებ მედიაში განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, როიტერსის ცნობით გარდაცვილილია 50-მდე ადამიანი, ალ ჯაზირას ინფორმაციით კი, რომელიც ინდონეზიის კატასტროფის სააგენტოზე დაყრდნობით წერს, ეს რიცხვი 400-ს აღწევს. დაკარგულად ითვლება ასეულობით ადამიანი. კუნძულ სულავესიზე 7,7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა 28 სექტემბერს მოხდა, რამაც ცუნამიც გამოიწვია. ტალღების სიმაღლემ სამ მეტრს მიაღწია. სტიქიის შედეგად დაზიანდა ათასობით საცხოვრებელი სახლი, საავადმყოფოები, სავაჭრო ცენტრები და სასტუმროები. ჩამოინგრა ხიდები. ამ დროისათვის დაკარგული ადამიანიებისა და დაღუპულთა გვამების ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. მიწისძვრები ინდონეზიაში აგვისტოშიც მოხდა. კუნძულ ლომობოკზე სტიქიამ 500-მდე ადამიანი იმსხვერპლა.