ოთხი წლის ბავშვის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ბაღში პედაგოგი ფიზიკურად გაუსწორდა - Palitra News

ოთხი წლის ბავშვის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ბაღში პედაგოგი ფიზიკურად გაუსწორდა

2018-10-21 14:27:35+04:00

ბათუმში, ოთხი წლის ბავშვის დედა მარიკა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ მის შვილს კერძო საბავშვო ბაღში "მადაგასკარში" პედაგოგი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც მოზარდის დედა ამბობს, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ფაქტის შესახებ ოთხი წლის ბიჭმა დედას უთხრა და ძალადობაში მისი პედაგოგი დაადანაშაულა.რაც შეეხება საბავშვო ბაღის დირექტორს, იგი მშობლის ბრალდებას უარყოფს და მას საბავშვო ბაღის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.