საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის განცხადებით, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მისთვის ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაში ჩართვა არ შეუთავაზებია და მსგავს შემოთავაზებას არც ელოდება. ამის შესახებ ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, ხომ არ აპირებს გია ხუხაშვილთან ერთად პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას.