Dolce & Gabbana-ს პროდუქცია ჩინური ინტერნეტ მაღაზიებიდან გაქრა - Palitra News

Dolce & Gabbana-ს პროდუქცია ჩინური ინტერნეტ მაღაზიებიდან გაქრა

2018-11-26 10:47:03+04:00

იტალიური მაღალი მოდის კომპანია Dolce&Gabbana-ს პროდუქცია ჩინური ინტერნეტ მაღაზიების ვებგვერდებიდან გაქრა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი წერს. აღნიშნულის მიზეზი კომპანიის რეკლამის ირგვლივ აგორებული სკანდალი გახდა, რომელიც ჩინეთში რასისტულად მიიჩნიეს.ამ დროისთვის საძიებო ველში Dolce&Gabbana-ს მითითება არანაირ შედეგს არ იძლევა. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ-მაღაზიების გარდა კომპანიის პროდუქცია გამქრალია ჰაიკოუ მელანის საერთაშორისო აეროპორტის "დიუთი-ფრიდანაც".