მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერებმა პირველი თვითმფრინავი შექმნეს, რომელსაც ფრენა მოძრავი ნაწილების, მათ შორის პროპელერის გარეშე შეუძლია. იგი იყენებს ელექტროაეროდინამიკურ საექსპლუატაციო სისტემას ფრენისთვის, რის გამოც მსგავსი საფრენი აპარატი ეკოლოგიურად უფრო სუფთა და უხმაუროა, ვიდრე ტრადიციული ავიალაინერები. თვითმფრინავის მოდელი, რომელიც ახლახან შექმნეს, 60 მეტრის მანძილს ფარავს. იგი 2.45 კილოგრამს იწონის. მას არ აქვს მბრუნავი პროპელერები და არც გამონაბოლქვის ტურბინა.
საფრენი აპარატი იყენებს იონების ნაკადის ტექნოლოგიას, კერძოდ, ძლიერ ელექტრულ ველს დამუხტული აზოტის იონების გამოსამუშავებლად, რაც მას ენერგიას აწვდის. შედეგად საექსპლუატაციო სისტემა მთლიანად ელექტროენერგიით მარაგდება, არის თითქმის უხმო და რადიკალურად განსხვავდება იმ სისტემისგან, რითიც თანამედროვე ლაინერები დაფრინავენ. როგორც თვითმფრინავის ახალი მოდელის შემქმნელები ამბობენ, სამომავლოდ შესაძლოა მსგავსი ავიალაინერით მგზავრების გადაყვანა და კომერციული ფრენების შესრულებაც მოხერხდეს. თუმცა, ჯერ ძალიან ადრეა დარწმუნებით ითქვას, რომ ეს შესაძლებელი იქნება.