ჩინეთი GPS-ის შემცვლელ საკუთარ სანავიგაციო სისტემას ქმნის. პროექტში 9 მილიარდი დოლარის ინვესიტიცია განხორციელდება და იგი კონკურენციას გაუწევს ამერიკულ გლობალურ სანავიგაციო სისტემა GPS-სს. ალტერნატიულ სისტემას ჩინეთმა Beidou უწოდა. ახალი სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება სმარტფონებში, ავტოპილოტზე მომუშავე ტრანსპორტში, თვითმფრინავებსა და გემებზე. ჩინური სანავიგაციო სისტემა ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთსა და მის მეზობელ რეგიონებში მუშაობს. მსოფლიოს მასშტაბით კი იგი 2020 წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.