ჩინურმა კომპანია DJI-მ მომხმარებლებს ახალი ვიდეოკამერა შესთავაზა. მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომის 3-ღერძიანი სტაბილიზატორიანი კამერა საუკეთესოა მოძრაობის დროს ვიდეოების გადაღებისთვის. იგი სულ 12 სანტიმეტრის სიგრძისაა. ჯიბის ზომის ვიდეოკამერა მარტივია გამოსაყენებლად და იძლევა საშუალებას მსურველმა გადაიღოს კრეატიული ვიდეოები და ფოტოები. ახალ ვიდეოკამერას Osmo Pocket-ი დაარქვეს. იგი 12-მეგაპიქსელის მოცულობის ფოტოებს და მაღალი რეზოლუციის ვიდეოებს იღებს. კამერის ელემენტები ორ საათს ძლებს უწყვეტი გადაღების შემთხვევაში. კამერა აღჭურვილია ერთინაჩიანი ინტეგრირებული სენსორული ეკრანით, რომელიც პირდაპირი ეთერის ჩართვის საშუალებასაც იძლევა. მას აქვს ე.წ FaceTrack-ის ფუნქციაც, რომელიც ავტომატურად შეუძლია ამოიცნოს ადამიანის სახე.
ამასთან კამერა იყენებს ორმაგ მიკროფონს და მაღალი ხარისხის ხმის ჩამწერ ალგორითმს, რათა აუდიოს ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი. ამასთან, კამერის დაკავშირება შესაძლებელია მობილურ ტელეფონებზე. მას აქვს Wi-fi და ბლუთუზიც.პორტატული ვიდეოკამერა მხოლოდ 116 გრამს იწონის. მისი გაყიდვები უკვე დაიწყო თავად კომპანიის ონლაინ-მაღაზიაში.