იაპონიაში რობოტი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი შექმნეს. რობოტი დაცვის წევრი მატარებლების სადგურებზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, იგი სპეციალურად 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისთვის შეიქმნა. რობოტი უსაფრთხოების კამერით არის აღჭურვილი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის წყალობით შეუძლია ამოიცნოს და გააგზავნოს სიგნალი საეჭვო ადამიანის ან ობიექტის შენიშვნის შემთხვევაში. რობოტს „პერსევსისბოტ“ი დაარქვეს ბერძნული მითოლოგიური გმირის პერსევსის მიხედვით, რომელმაც მითოლოგიის მიხედვით ეთიოპიის მეფის ასული გადაარჩინა.
იაპონიაში შექმნილი რობოტი დაახლოებით 170 სანტიმეტრის სიმაღლისაა. მისი ტესტირება მატარებლების ერთ-ერთ სადგურზე უკვე ჩატარდა. რობოტს შეუძლია დაბრკოლებების თავიდან აცილება. საეჭვო ადამიანის შენიშვნის შემთხვევაში რობოტის მიერ გაგზავნილი სიგნალი სპარტფონებზე მისდით პოლიციის წარმომადგელებს. ამასთან, რობოტი სადგურზე შენიშნულ ნივთს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არავინ აიღებს, საეჭვოდ მიიჩნევს. გარდა ამისა, რობოტი ადამიანების აგრესიულ ქმედებებსაც აკვირდება და მსგავსის შენიშვნის შემთხვევაში იძახებს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელს.
რობოტზე ტოკიოს მეტროპოლიტების ინდუსტრიული ტექნოლოგიის კვლევითმა ინსტიტუტმა სეიბუს რკინიგზასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიასთან და ხელოვნური ინტელექტზე მომუშავე კომპანია Earth Eyes-თან ერთად იმუშავა.