ამერიკულმა კომპანიამ Waymo-მ, რომელიც ჰოლდინგ Alphabet-ის შემადგენლობაშია, კომერციული უპილოტო ტაქსის მომსახურების შესახებ გამოაცხადა. ახალ სერვისს Waymo One (ვაიმო ვან) ეწოდა.როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, თავდაპირველად Waymo One-ის კლიენტებში რამდენიმე ასეული ადამიანი მოიაზრება, რომლებიც ამ სერვისის ტესტირებაში აქამდე ნებაყოფლობით იღებდნენ მონაწილეობას. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი კომპანია მომსახურებას უფრო მეტ ადამიანს შესთავაზებს. ტელეკომპანია ABC-ის ინფორმაციით, უპილოტო ტაქსით მომსახურების ზონაც პირველ ეტაპზე შეზღუდული იქნება და ის მხოლოდ ქალაქ ფენიქსით შემოიფარგლება, ხოლო მოგვიანებით ამერიკის სხვა შტატებშიც გავრცელდება.