ვებგვერდ vali.ge-ს „ვითიბი ბანკის“ სიები დაემატა. შესაბამისად, საიტზე საკუთარი მონაცემების შემოწმება იმ მოქალაქეებსაც შეუძლიათ, ვისაც ე.წ. უიმედო სესხი „ვითიბი ბანკში“ აქვს. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მსესხებელთა ჯამურმა რაოდენობამ 412 ათასს გადააჭარბა, სესხების რაოდენობა 695 644-ს შეადგენს, დავალიანების ჯამური თანხა კი ჯარიმებით და საურავებით 3,148 მილიარდ ლარს შეადგენს. ცნობისთვის თუ ვებგვერდზე ვალი.ჯი მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება დავალიანება.