ევროკავშირის საკითხზე კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარების შედეგად ბრიტანელი ხალხი ნდობას დაკარგავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერები ტონი ბლერი და ჯონ მეიჯორი მეის მოუწოდებენ ჩაატაროს კიდევ ერთი რეფერენდუმი ბრექსითზე თუ პარლამენტი ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწევს. თუმცა, ტერეზა მეი აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დააზიანებს პოლიტიკურ ერთიანობასაც. შეგახსენებთ, ევროკავშირსა და ლონდონს შორის ბრექსიტის შესახებ შეთანხმების პირობები ბრიტანელი კანონმდებლების ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს.