22:18
17 თებერვალი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
1100 ბავშვის გამოკვლევამ საშიში ტენდეცია გამოავლინა: ტელევიზორის ყურება პატარებში კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას აფერხებს
21-08-2018

იაპონიის პედიატრთა ასოციაციამ მშობლებს მოუწოდა, პატარა ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკისა, მოარიდონ ტელევიზორს. ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ტელევიზორის ყურება ბავშვთა კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას აფერხებს.

სამწუხაროდ, ბოლო დროს მშობლები სულ უფრო ხშირად აკისრებენ ტელევიზორს ძიძის მოვალეობას. ამის გამო პატარა ბავშვები, მათ შორის ჩვილებიც, ტელეეკრანებთან სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ. ვიდეოთამაშებმა და საზოგადოდ, კომპიუტერმა ბავშვები ეკრანებს მიაჯაჭვა.

1100 ბავშვის გამოკვლევამ ერთობ საშიში ტენდეცია გამოავლინა: ის ბავშვები, რომელთა სახლშიც ტელევიზორი 10 საათზე მეტხანს არის ჩართული, კონტაქტისას თანამოსაუბრეს თვალს არიდებენ, ხოლო ის პატარები, რომელთა სახლებშიც ტელევიზორი სამი საათის ან უფრო ნაკლები დროის განმავლობაშია ჩართული, ამგვარად ნაკლებად რეაგირებენ. როგორც იაპონიის პედიატრთა ასოციაცია აცხადებს, ეს მეტად საგანგაშო მაჩვენებელია, ამიტომაც პატარა ბავშვები აუცილებლად უნდა მოარიდოთ ტელეეკრანს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები