"ლისი დეველოპმენტი" მოზიდული თანხების ინვესტირებას შავი ზღვის სანაპიროზე, ბუკნარში დაგეგმილ ახალ პროექტში აპირებს. ადგილზე კომპანია სასტუმრო კომპლექსის რესტორნებისა და სახოვრებელი კორპუსების მშენებლობას გეგმავს. ლისი დეველოპმენტის გენერალური დირექტორის ნოდარ ადეიშვილის განცხადებით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 80 მილიონ დოლარს გადაჭარბებს. მშენებლობა კი 2019 წლიდან დაიწყება.ლისი დეველოპმენტი უძრავი ქონების პრემიუმ სეგმენტის წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 350 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს. თავის მხრივ კი თიბისი კაპიტალი საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის განვითარებაში.