ამხელა ბანკთან მიმართებაში რაიმე ხელოვნური საქმის შეთითხვნა უბრალოდ არ გამოვა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" ეკონომიკურმა ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ "თიბისი ბანკში" დაწყებულ გამოძიებას. მისი თქმით, თუკი "თიბისი ბანკში" კანონდარღვევა არ ფიქსირდება, საგამოძიებო უწყება ხელოვნურად ვერ შეუქმნის პრობლემებს, რადგან ამ ბანკს სერიოზული მფლობელები ჰყავს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა. როგორც გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.