შხამით მოწამვლა ტკივილით, შეშუპებით, მოთენთილობით, ხანმოკლე სიმხურვალით ხასიათდება - რა უნდა იცოდეთ ტარანტული ობობას შესახებ - Palitra News

შხამით მოწამვლა ტკივილით, შეშუპებით, მოთენთილობით, ხანმოკლე სიმხურვალით ხასიათდება - რა უნდა იცოდეთ ტარანტული ობობას შესახებ

2019-01-10 15:59:15+04:00

მართალია, ზუსტი ცნობები ტარანტულის სახელის წარმოშობის შესახებ დღემდე არ არსებობს, მაგრამ მეცნიერთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მისი წარმომავლობა აღორძინების ეპოქას უკავშირდება, როცა კრუნჩხვის უმიზეზო შეტევებს, იტალიის სამხრეთული ქალაქის ტარანტოს მოსახლეობა, გარეუბნებში ფართოდ გავრცელებული შხამიანი ფეხსახსრიანის შემოტევას აბრალებდა. როგორც ჩანს, სწორედ მშობლიური ქალაქის პატივსაცემად შეიძინა ტარანტულმა სახელი, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც - თითქოს ობობას დაკბენილ უიღბლოს, შეასაუკუნეების მედიკოსები შხამისგან გაწმენდისთვის მოქანცვამდე ტარანტელას ცეკვას აიძულებდნენ.