თბილისში პირველი Car sharing-ის, ავტომობილების გაზიარების პროექტი იწყება - Palitra News

თბილისში პირველი Car sharing-ის, ავტომობილების გაზიარების პროექტი იწყება

2019-01-15 20:16:41+04:00

თბილისში პირველი ე.წ. Car sharing-ის, ავტომობილების გაზიარების პროექტი იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა. როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, პირველ ეტაპზე დედაქალაქში 300 ელექტრო ავტომობილი იქნება პროექტში ჩართული და ის მომხმარებელს რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციიდან მოემსახურება. ავტომობილით სარგებლობა მომხმარებლებს სპეციალურ პროგრამაში ჩართვის და აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ შეეძლებათ. პირველ ეტაპზე თბილისში სამი ტიპის ავტომობილი იქნება NISSAN LEAF, RENO, SMART. დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა ქალაქში გაიზრდება და თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში განთავსდება. ავტომობილების განთავსების ლოკაციებზე ასევე იქნება ავტომობილის დასამუხტი მოწყობილობები. კომპანია პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გამართავს.