ამერიკულმა უმსხვილესმა ავიამშენებელმა კომპანიამ Boeing-ი ვერტიკალური აფრენით პირველი უპილოტო „მფრინავი ავტომობილის“ გამოცდა ჩაატარა. ამის შესახებ კომპანია საკუთარ ვებ-გვერდზე წერს.
Boeing აღნიშნავს, რომ პროექტს მისი შვილობილი კომპანია Boeing NeXt-ი ახორციელებს, რომელიც ქალაქის პირობებისთვის საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების შექმნით არის დაკავებული.
აღსანიშნავია, რომ საკუთარ უპილოტო საფრენი ტაქსის პროექტზე მუშაობს Boeing-ის კონკურენტი Airbus-ი, მის „მფრინავ ტაქსის“ პროექტს Vahana ჰქვია და მისი გამოცდა გასულ წელს ჩატარდა. მათ გარდა, საკუთარ მფრინავ ავტონომიურ საშუალებებზე მუშაობენ Intel-ი და ჩინური კომპანია EHang-ი.