ხელფასების კალკულატორი: სად და როგორ შეძლებთ დაიანგარიშოთ, რამდენი იქნება თქვენი ანაზღაურება სასურველ რეგიონში, სქესისა და ასაკის მიხედვით? - Palitra News

ხელფასების კალკულატორი: სად და როგორ შეძლებთ დაიანგარიშოთ, რამდენი იქნება თქვენი ანაზღაურება სასურველ რეგიონში, სქესისა და ასაკის მიხედვით?

2019-01-30 18:55:53+04:00

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის - ხელფასების კალკულატორის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს ნებისმიერ რეგიონში, სქესის, ასაკის მიხედვით საშუალო ხელფასი გაიანგარიშოს. ადამიანმა, რომელიც სისტემაში შევა, უნდა აირჩიოს შესაბამისი რეგიონი, სქესი, წელი, კვალიფიკაცია, საქმიანობის სფერო, რომელშიც მუშაობს და ეს კალკულატორი მისცემს შესაძლებლობას გაიგოს რამდენი იქნება მისი საშუალო ხელფასი. სისტემაში საქართველოს ყველა რეგიონის მონაცემები უკვე შეყვანილია.

ხელფასების კალკულატორი საქსტატის ვებ-გვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის.