Apple სმარტფონებზე ფასებს ამცირებს - რომელ ქვეყნებში გაიაფდება აიფონები? - Palitra News

Apple სმარტფონებზე ფასებს ამცირებს - რომელ ქვეყნებში გაიაფდება აიფონები?

2019-02-01 15:56:21+04:00

Apple iphon-ის სმარტფონებზე ფასებს შეამცირებს. ეს apples-ს სმარტფონების 12-წლიანი ისტორიის განმავლობაში მეორედ ხდება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი "როიტერსთან" საუბრისას აცხადებს, ფასების შემცირება იმ ქვეყნებში გასაყიდ სმარტფონებს შეეხება, სადაც ეროვნული ვალუტები დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

კონკრეტულად რომელ ქვეყნებზეა საუბარი, მას არ დაუკონკრეტებია. თუმცა როგორც "როიტერს" რამდენიმე დღის წინ კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, ამ ქვეყნებს შორის იქნება რუსეთი, თურქეთი და ბრაზილია, რადგან შარშან ეროვნული ვალუტები სწორედ ამ ქვეყნებში გაუფასურდა, რამაც კომპანიის გაყიდვები შეამცირა.