მამუკა ბახტაძე ინტერნეტში, ფარული ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებას კატეგორიულად გმობს - Palitra News

მამუკა ბახტაძე ინტერნეტში, ფარული ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებას კატეგორიულად გმობს

2019-02-01 16:06:31+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინტერნეტში, ფარული ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებას კატეგორიულად გმობს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი განცხადებით, ხელისუფლებას აღნიშნული ფაქტის მიმართ ადეკვატური რეაქცია ექნება.