ვაშინგტონის შტატში დიდთოვლობას ებრძვიან - Palitra News

ვაშინგტონის შტატში დიდთოვლობას ებრძვიან

2019-02-13 13:19:40+04:00

ვაშინგტონის შტატში დიდთოვლობას და ყინვას ებრძვიან. ადგილბრივი მედიის ცნობით, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წყალდიდობაც, ვინაიდან დათბობის გამო თოვლი დნება და წყლის დონე იმატებს. სიეტლში თებერვლის თვეში რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა. უამინდობის გამო ასობით ათას ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა როგორც ვაშინგტონის, ასევე მიჩიგანის, ოჰაიოსა და ინდიანას შტატებში. მოსახლეობას ვაშინგტონის გუბერნატორი გზებზე გადაადგილებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამასთან, ჩიკაგოში ძლიერი ქარის და ყინვის გამო ქუჩების ნაწილი გადაიკეტა. აშშ-ში უხვი ნალექი და ძლიერი ყინვა პოლარულმა ციკლონმა გამოიწვია.