"მოგზაურობა ამერიკაში"-ს მეორე ნაწილს 30 წლის შემდეგ იღებენ - Palitra News

"მოგზაურობა ამერიკაში"-ს მეორე ნაწილს 30 წლის შემდეგ იღებენ

2019-02-22 15:14:18+04:00

"მოგზაურობა ამერიკაში" (Coming to America) - ფილმი აფრიკული სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრე პრინცზეა, რომელსაც ედი მერფი განასახიერებს. თითქმის 30 წლის შემდეგ, მაყურებელი მის მეორე ნაწილს იხილავს. NYdailynews-ის ცნობით, ედი მერფი სიქველში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა რა მასშტაბის როლი ექნება ჯერჯერობით უცნობია. მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ფილმის მეორე მთავარი გმირის როლის შემსრულებელ არსენიო ჰოლთან.

"მოგზაურობა ამერიკაში 2"-ის რეჟისორად Warm Bodies-ის და 50/50-ის რეჟისორი ჯონათან ლევინი განიხილება.