ინდოეთი ქაშმირში, პაკისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, წყლის მიწოდების შეწყვიტას აპირებს - Palitra News

ინდოეთი ქაშმირში, პაკისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, წყლის მიწოდების შეწყვიტას აპირებს

2019-02-22 17:12:28+04:00

ინდოეთი აპირებს ქაშმირში პაკისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წყლის მიწოდება შეწყვიტოს. ინდოეთის მთავრობამ ამის შესახებ გადაწყვეტილება ქაშმირში მომხდარი თავდასხმის შედეგად მიიღო. ქაშმირის დიდი ნაწილი მდინარე ინდის წყლით მარაგდება, რომელიც ჯერ ინდოეთის ხოლო შემდეგ პაკისტანის ტერიტორიაზე მიედინება. შეგახსენებთ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირას ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 40 პოლიციელი დაიღუპა, რაშიც ინდოეთი ბრალს პაკისტანს სდებს.