მგზავრი, რომელმაც ბანგლადეშიდან დუბაის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავის გატაცება სცადა, ბანგლადეშის სპეცდანიშნულების ძალების წარმომადგენლების გასროლის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. მას მაშინ ესროლეს, როდესაც ძალოვანმა უწყებამ ბანგლადეშის ქალაქ ჩიტაგონგში დაფრენილი თვითმფრინავის შტუმრი განახორციელა. "ჩვენ ვეცადეთ იგი დაგვეკავებინა, თუმცა, არ დაგვემორჩილა, რის გამოც იძულებული გავხდით გვესროლა. იგი ბანგლადეშელია. მას პისტოლეტი აღმოაჩნდა" - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. ლაინერი "ბიმან ბანგლადეშ ეარლაინსს" ეკუთვნოდა. ბორტზე 148 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. უცნობია, თუ რატომ სცადა ეჭვმიტანილმა თვითმფრინავის გატაცება.