ყოფილი პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მასთან ერთად დაკავებული გიორგი რაზმაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - Palitra News

ყოფილი პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მასთან ერთად დაკავებული გიორგი რაზმაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

2019-03-11 19:08:56+04:00

ყოფილი პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მასთან ერთად დაკავებული გიორგი რაზმაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა. სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა შოთა მანელიძემ გოგოჭურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 10 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.