ვანო ზარდიაშვილი - "კლანი" არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს, ჰკითხეთ "შავრაზმელებს", "შავმაიკიანებს", რამდენს ჰქონდა შეხება საია-სთან - Palitra News

ვანო ზარდიაშვილი - "კლანი" არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს, ჰკითხეთ "შავრაზმელებს", "შავმაიკიანებს", რამდენს ჰქონდა შეხება საია-სთან

2019-03-18 17:05:22+04:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი არასამთავრობო სექტორს დაუპირისპირდა. როგორც ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, მესამე სექტორი საზოგადოებაში მიზანმიმართულად ავრცელებს დამახინჯებულ აზრს, ვანო ზარდიაშვილმა მესამე სექტორს "შავრაზმელები" უწოდა, თუმცა მოგვიანებით მან აღნიშნული ფრაზის გამოყენების გამო ბოდიში მოიხადა. ზარდიაშვილი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ.