საცხოვრებელ კომპლექს „დირსიში“ ადგილზე უსაფრთხოებას და მართლწესრიგს პოლიცია უზრუნველყოფს. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძემ განუცხადა. უწყებაში განმარტავენ, რომ საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ კორპუსების რამდენიმე სადარბაზოში შეჭრილია 150-მდე დევნილი. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორივე მხარის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა არ მოხდეს მხარეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტი ან დაპირისპირება. განცხადებას ავრცელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც. მათი განცხადებით, დევნილთა გარკვეულმა ჯგუფებმა უკანონოდ დაიკავეს კომპანია „დირსის“ კუთვნილი ბინები, რომლებიც სამინისტროს, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე უნდა გადაეცეს.