მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით „დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ“ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც უბედურ შემთხვევას ორი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. მათივე განმარტებით, მშრომლეთა სიცოცხლე საფრთხეშია და ამ ყველაფერს სწორედ ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი.შეგახსენებთ დღევაბნდელი აქციის ორგანიზატორია დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“, რომელსაც უერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაცია EMC და კიდევ ერთი დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“.