"დირსის" გენერალური დირექტორი დევნილების შეჭრაზე - არ შეიძლება კერძო საკუთრების ასე ტყვედ აყვანა - Palitra News

"დირსის" გენერალური დირექტორი დევნილების შეჭრაზე - არ შეიძლება კერძო საკუთრების ასე ტყვედ აყვანა

2019-04-02 14:13:40+04:00

"ჩვენ არ გვაქვს ამ ფორმის მოლაპარაკებების გამოცდილება და არ გვინდა დევნილების პირისპირ აღმოვჩნდეთ, რადგან შესაძლებელია ბევრი შეცდომა დავუშვათ", - ამის შესახებ "ას ჯორჯია-დირსის" გენერალურმა დირექტორმა, ბესიკ ჯიქურაულმა პრესკონფერენციაზე, "დირსის" ორ კორპუსში დევნილების შეჭრასთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, ეს ფაქტი აზარალებს მათ ბიზნესს და საფრთხეს უქმნის ინვესტიციების განხორციელებას. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურები ჩართულები არიან მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ორი დღეა "დირსის" კორპუსებში შეჭრილ მოსახლეობასთან დიალოგი უშედეგოდ სრულდება. შეგახსენებთ დევნილები დირსის საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში შაბათს შეიჭრნენ.