"ანა ბაგრატიონის სურვილია, პასუხი აგოს იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა ძალადობები და კანონის შეასაბამისად დაისაჯოს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ელისო რუხაძემ განუცხადა. ანა ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებას ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან შესაძლო ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით იკითხება. როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის გარდა, ფსიქოლოგიური ძალადობაც ხორციელდებოდა.რაც შეეხება საქმის ხანდაზმულობას, რუხაძის განცხადებით, ძალადობის ბოლო ფაქტი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა, რაც მძიმე დანაშაულია და მას ხანდაზმულობის ვადა ხაგრძლივი აქვს.