CNNMoney: Boeing-ი კრიზისშია, Airbus-ის გაყიდვები კი იზრდება - Palitra News

CNNMoney: Boeing-ი კრიზისშია, Airbus-ის გაყიდვები კი იზრდება

2019-04-04 11:23:34+04:00

5 თვის განმავლობაში ორი ავიაკატასტროფის შემდეგ, Boeing-ის თვითმფრინავებზე მოთხოვნა შემცირდა, მისი მთავარი კონკურენტის - Airbus-ის ხომალდებზე კი გაიზარდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში არსებულმა ავიაკომპანიებმა Airbus-ს 300 ხომალდი შეუკვეთეს, რაც Airbus-სთვის ძალიან დიდი გამარჯვება, ხოლო Boeing-სთვის დიდი დამარცხებაა.

როგორც ცნობილია, Boeing-ის ბესტსელერი თვითმფრინავი 737 Max-ი მეოთხე თაობის თვითმფრინავად ითვლება, თუმცა ჩინელებმა უპირატესობა მაინც ამ კომპანიის კონკურენტს Airbus' A320-ს მიანიჭეს.

ექსპერტთა აზრით, იმ შემთხვევაში თუ Boeing მალე მოახერხებს, რომ კომპანია ახალ და თანამედროვე სისტემაზე გადაიყვანოს, მისი თვითმფრინავები ისევ ყველაზე გაყიდვადი იქნება და სხვა წარმატებულ კომპანიებს კონკურენციას კვლავ გაუწევენ.