Honda თურქეთში ქარხანას დახურავს - Palitra News

Honda თურქეთში ქარხანას დახურავს

2019-04-11 12:53:51+04:00

იაპონური საავტომობილო კომპანია Honda 2021 წელს თურქეთში მოქმედი ქარხნის დახურვას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში წერია, ქარხნის დახურვის გადაწყვეტილება გამოწვეულია კომპანიის გლობალური განვითარების სტრატეგიის გადახედვით და ელექტრომობილების მიმართულებით დამატებითი რესურსების მობილიზებით, რადგან მათი წილი მსოფლიო ბაზარზე მუდმივად იზრდება. მიუხედავად ქარხნის დახურვისა, კომპანიის სადილერო ქსელი თურქეთში დარჩება.

Honda-ს ქარხანა თურქეთში პროვინცია კონჯაელში მდებარეობს და ის 1997 წელს გაიხსნა. ამ დროისთვის აქ წლიურად 38 ათასი „ცივიკის“ წარმოება ხდება. ქარხანაში დასაქმებულია ათას 100 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპანიამ თურქეთში 28 ათასი ავტომობილი გაყიდა.