ზაფხულის ღამის მისტიკური ატრაქციონი და ბუნების მანათობელი საოცრება - მხოლოდ ციცინათელა თუ დაიკვეხნის ხმელეთზე ნათების უბადლო ტალანტით - Palitra News

ზაფხულის ღამის მისტიკური ატრაქციონი და ბუნების მანათობელი საოცრება - მხოლოდ ციცინათელა თუ დაიკვეხნის ხმელეთზე ნათების უბადლო ტალანტით

2019-04-11 14:59:27+04:00

ბიოლუმინესცენცია - ულამაზესი ბუნებრივი მოვლენა და ზაფხულის ღამის ნამდვილი მისტიკური ატრაქციონია, რომელსაც მინიატურული მწერები თითქოს განათებული ფარნებით აწყობენ. ჩვეულებრივ, მანათობელი არსებები ზღვებისა და ოკეანეების სიღრმეებს ეტანებიან, ხმელეთის ბინადართა შორის კი, ნათების უბადლო ტალანტით მხოლოდ ხოჭოთა გვარის წარმომადგენელი ციცინათელა თუ დაიკვეხნის, რომელიც უნიკალური თავისებურებების და 2 000-ზე მეტი განსხვავებული სახეობის წყალობით მეცნიერებმა ცალკე ოჯახად გამოჰყვეს და - ლამპირიდები უწოდეს, რაც ბერძნულად "ნათებას" ნიშნავს.