"ტაქსის რეფორმა არის ბიზნესპროექტი" - ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მერიას სატრანსპორტო პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებს - Palitra News

"ტაქსის რეფორმა არის ბიზნესპროექტი" - ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მერიას სატრანსპორტო პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებს

2019-04-25 19:10:18+04:00

ბოლო დროს მეტროსადგურებში მატარებლის შეფერხებით მუშაობის გახშირებული შემთხვევების გამო ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მერიას სატრანსპორტო პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებს. ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობდეს გამართულად და უმჯობესია ტაქსების გადაღებისთვის გამოყოფილი თანხა მეტროსა და ავტობუსების განახლებას მოხმარდეს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში მეტროს ხშირ გაჩერებას, მეტროპოლიტენში დასაქმებული პერსონალის არაპროფესიონალიზმსაც უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საღამოს მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ სადენის აალების გამო მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა გარკვეული ხნის განმავლობაში პარალიზებული იყო. მსგავსი შემთხვევა კი ბოლო დროს მეტროსადგურ დელისზე, გურამიშვილზე და ვარკეთილშიც დაფიქსირდა.