ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის პროგრამის მაგისტრანტებს ტყის აღდგენის პროექტი გააცნო.
დღესვე, სოფელ დაბის მიმდებარედ, სტუდენტებმა 50-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. დარგვის სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა