მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მაღალი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას - Palitra News

მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მაღალი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

2019-05-14 09:02:49+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მაღალი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიების ორი პანელიდან საქართველოს მთავრობის მეთაური იმ დისკუსიის მონაწილე იქნება, რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალზე მსჯელობას შეეხება. კონფერენციას, რომელშიც ბრიუსელში სტუმრად მყოფი სახელმწიფოს მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი გახსნის.

ჟან-კლოდ იუნკერი მამუკა ბახტაძეს პირისპირ შეხვედრის ფორმატშიც მიიღებს. მაღალი დონის კონფერენციას სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დახურავს.