გიორგი ქობულია პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას არ გამორიცხავს - Palitra News

გიორგი ქობულია პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას არ გამორიცხავს

2019-05-15 18:03:34+04:00

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ის საქართველოში დარჩენას და საქმიანობის აქ გაგრძელებას აპირებს. ამასთან, გიორგი ქობულია პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას არ გამორიცხავს. პარლამენტში ღია ფორმატში გამართული 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ, როგორც ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი საკანონმდებლო ორგანოში მისვლის მიზანი დეპუტატებისთვის ხედვების გაზიარება იყო.