ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას - ასოციაცია „ატუს“ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისთვის, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრის უფლება მიენიჭა. ამის შესახებ მთავრობის 17 მაისის განკარგულებაშია აღნიშნული.კერძოდ, საუბარია, 60 ძირ „იმერულ მუხასა“ და 49 „ძელქვაზე“. განკარგულების თანახმად, ასოციაცია „ატუ“ ვალდებულია, ტერიტორიაზე მოჭრილი მერქნული რესურსი ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე დაასაწყობოს.
ცნობისთვის, ასოციაცია ატუ იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც „ბანკი ქართუს“ ცენტრალური ოფისი. რაც შეეხება, ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას, ტერიტორიაზე წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 60 ათას სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის გაშენება 140 ჰექტარზე იგეგმება.