ტაქსის მძღოლი კახა კალაძეს - 1-ელ ივნისამდე გაძლევთ ვადას, რათა გვაცნობოთ, აპირებთ თუ არა ტაქსების ახალი რეგულაციების გადავადებას - Palitra News

ტაქსის მძღოლი კახა კალაძეს - 1-ელ ივნისამდე გაძლევთ ვადას, რათა გვაცნობოთ, აპირებთ თუ არა ტაქსების ახალი რეგულაციების გადავადებას

2019-05-23 13:08:58+04:00

თბილისის ტაქსის მძღოლების სახელით ერთ-ერთი მძღოლი ლევან ხუზაურაშვილი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართავს. როგორც მან განაცხადა ტაქსის მძღოლები 1 ივნისამდე აძლევენ მერიას ვადას რათა გაახმოვანონ გადაწყვეტილება, აპირებენ თუ არა ტაქსების ახალი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. მისივე თქმით თუკი ტაქსის შესახებ რეგულაციები არ გადავადდება, მძღოლები საინიციატივო ჯგუფს შექმნიან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან. ლევან ხუზაურაშვილი არც საპროტესტო აქციების გამართვასაც გამორიცხაცს