"ლიბერთი ბანკის" ბანკომატიდან "თიბისის" ბარათით თანხის გატანის შემთხვევაში, საკომისოს გადახდა მოგიწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას "თიბისი ბანკი" ავრცელებს."თიბისის" ცნობით, 2019 წლის 15 ივლისიდან "ლიბერთი ბანკის" ბანკომატებში TBC-ის ბარათებით თანხის განაღდების საკომისიო 0.7%, მინიმუმ 30 თეთრი გახდება. მათივე ცნობით, უცვლელი დარჩა თანხის განაღდების საკომისიო TBC-ის სხვა პარტნიორი ბანკების - "ვითიბის“, "ბაზისა" და "ხალიკ ბანკის" ბანკომატებში.