ოქროს ფასი ბოლო ერთი წლის მაქსიმუმზეა - რა ღირს და რა მიზეზის გამო მოიმატა ფასმა? - Palitra News

ოქროს ფასი ბოლო ერთი წლის მაქსიმუმზეა - რა ღირს და რა მიზეზის გამო მოიმატა ფასმა?

2019-06-18 13:54:23+04:00

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი გაიზარდა და და ბოლო ერთი წლის მაქსიმუმზეა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროზე ფასმა 1,2%-ით მოიმატა და უნციაზე ათას 359 დოლარი და 50 ცენტი შეადგინა. ანალიტიკოსების განცხადებით, მსგავსი ფასი ბოლოს 2018 წლის აპრილში დაფიქსირდა. MarketWatch-ის ინფორმაციით, ოქროზე ფასებმა ბოლო 13 სესიიდან 12-ის განმავლობაში მოიმატა. ამის მთავარ მიზეზად კი ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაკავშირებით დაძაბულობის ესკალაცია და ჩინეთიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემები სახელდება, რომლის თანახმადაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია.